პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 648-ჯერ
კომენტარი: 0

«"300 სპარტანელის" სიკველს პირველ ნაწილთან შედარებით ცუდი სტარტი აქვს!»

გასულ კვირას ამერიკული გაქირავების სათავეში აღმოჩნდა...

გასულ კვირას ამერიკული გაქირავების სათავეში აღმოჩნდა ფილმი "300: იმპერიის აღზევება" , რომელმაც 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სიკველის პრემიერის რეზულტატი გაცილებით მოკრძალებულია პირველი ნაწილის მიღწევებთან შედარებით, რომლის სასტარტო შემოსავალმაც ჩრდილოეთ ამერიკაში 70 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთაშორისო გაქირავებაში გაგრძელების შემოსავალი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა - 87 მილიონი დოლარი.
ჩრდილოეთ ამერიკაში მეორე ადგილზე გავიდა მულტფილმი "მისტერ პიბოდისა და შერმანის თავგადასავალი", რომელმაც 32,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ხოლო მესამე ადგილზე მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "ნონ-სტოპი" , რეზულტატით 15,3 მილიონი დოლარი,აღმოჩნდა.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები