«ადამიანი-ჭიანჭველას როლს მაიკლ დუგლასი შეასრულებს!»
მაიკლ დუგლასი სტუდია Marvel-ის პროექტში 'ადამიანი-ჭიანჭველა' ჰენკ პიმის, იგივე ადამიანი-ჭიანჭველას როლს შეასრულებს. როგორც Marvel იტყობინება, დუგლასი წყვილში პოლ რუდთან ერთად ითამაშებს, რომელიც დამტკიცებულია სკოტ ლენგის, მეორე სუპერგმირის, რომელიც ადამიანი-ჭიანჭველას სახელს ატარებს, როლზე...
სტუდია Marvel-ის პრეზიდენტმა კევინ ფეიჯმა განაცხადა შემდეგი: 'თუ მხედველობაში მივიღებთ ჰენკ პიმის მდიდარ ისტორიას Marvel-ის სამყაროში, ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი მსახიობი, რომელიც პერსონაჟს მასშტაბსა და წონას მისცემდა, რადგან ის ამას იმსახურებს. გულზე მოგვეშვა, როცა გავიგეთ, რომ მაიკლ დუგლასი დათანხმდა ჰენკ პიმის ცხოვრებით ეცხოვრა.'
სურათის დამდგმელმა ედგარ რაიტმა დაამატა:' იდეა, რომ გამოგვეყენებინა ორივე პერსონაჟი- ჰენკ პიმი და სკოტ ლენგი- უკვე დიდი ხანია არსებობს. ასე რომ პროლოგში ჩვენ ვხედავთ პიმს- ადამიან-ჭიანჭველას 60-იანებში, რომელიც ფანტასტიკური ანთოლოგიის Tales to Astonish სტილში მოქმედებს. ხოლო შემდგომ გადავდივართ უფრო თანამედროვე, სკოტ ლენგის, ისტორიაზე და ვაკვირდებით. საბოლოოდ მათი გზები იკვეთება და 'ჭიანჭველურად' ისინი ერთიანდებიან'.
'ადამიანი-ჭიანჭველა' გაქირავებაში 2015 წლის 31 ივლისს გამოვა.