პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 689-ჯერ
კომენტარი: 0

«ამერიკულმა კინოთეატრებმა ტრეილერებისადმი მოთხოვნები გაამკაცრეს!»

კინოთეატრთა მფლობელების ამერიკულმა ასოციაციამ მომავალი კინოპროექტების რეკლამის ახალი წესები შემოიღო. ამის შესახებ The Hollywood Reporter იტყობინება...

კინოთეატრთა მფლობელების ამერიკულმა ასოციაციამ მომავალი კინოპროექტების რეკლამის ახალი წესები შემოიღო. ამის შესახებ The Hollywood Reporter იტყობინება.ამის შემდეგ ტრეილერების ჩვენება ფილმების სეანსების წინ არ უნდა აღემატებოდეს ორ წუთს, ეს 30 წამით ნაკლებია , ვიდრე დაშვებული იყო აქამდე.ამასთან ერთად ვიდეოს დემონასტრაცია კინოთეატრებში იმაზე ადრე არ უნდა დაიწყოს, ვიდრე სურათის პრემიერამდე ხუთი თვე არ დარჩება. სხვაგვარი პრომო-მასალების, მაგალითად პლაკატების, გამოფენა ფილმის გამოშვებამდე მხოლოდ ოთხი თვით ადრე შეეძლებათ.დისტრიბუტორებს ახალი წესების იგნორირების უფლება მხოლოდ წელიწადში ორჯერ ექნებათ. ცვლილებები, რომელთა შეთანხმებასაც რამდენიმე თვე დასჭირდა, ძალაში 2014 წლის 1 ოქტომბერს შევა.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები