«"არჩერი" 2 სეზონით გახანგრძლივდა»
მულტსერიალი 'არჩერი', რომელიც შავი იუმორით გამოირჩევა...
მულტსერიალი 'არჩერი', რომელიც შავი იუმორით გამოირჩევა, ბოლო რამდენიმე წელია რეიტიგულია ტელემაყურებელთა შორის. ამჟამად იგი დამსახურებულადაა მიჩნეული თანამედროვეობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკაბელო ტელეარხმა FX სერიალი ორი სეზონით გაახანგრძლივა. მეექვსე და მეშვიდე სეზონებში მაყურებელი დამატებით 26 სერიას იხილავს.
ამჟამად სერიალის მეხუთე სეზონია ეთერში და მისი რეიტინგი განვლილ სეზონთან შედარებით 2%–ით არის მომატებული. აღნიშნული სეზონი ყველაზე რეიტინგულია შოუს ისტორიაში.