«"BBC One" ისტორიულ სერიალზე მუშაობას იწყებს»
სტუდია 'BBC One' ისტორიულ სერიალზე მუშაობას იწყებს. 'პოლდარკი'- ასე ეწოდება...
სტუდია 'BBC One' ისტორიულ სერიალზე მუშაობას იწყებს. 'პოლდარკი'- ასე ეწოდება ტელეშოუს, რომელსაც უინსტონ გრემის წიგნების სერიის ახალ ეკრანიზაციას წარმოადგენს. აღნიშნული სერიალი 70-იან წლებში გადიოდა ტელეარხ 'BBC'-ზე.
სიუჟეტის ცენტრში ბრიტანელი ჯარისკაცი როს პოლდარკია. ბრძოლის ველიდან სამშობლოში დაბრუნებულს ოჯახურ პრობლემებთან გამკლავება უწევს: მამა გარდაიცვალა, სახლი დანგრევის პირასაა, ოჯახის საკუთრებაში მყოფი შახტა გაუქმებულია, მისი საცოლე კი ცოლად სხვა მამაკაცს მიყვება.
ქალის მთავარ როლს აღნიშნულ პროექტში ელეანორ ტომპსონი შეასრულებს