«ბენედიქტ კამბერბეტჩის ახალი კინო-როლი და 7 მილიონი დოლარი»
ბერლინის კინოფესტივალზე ცნობილი გახდა, რომ სტუდია ”Weinstein Company”-მ 7 მილიონ დოლარად...
რეჟისორმა, მორტენ ტილდუმმა, დრამატული თრილერის გადაღებები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაასრულა, თუმცა სურათის შემდგომი ბედი უცნობი რჩებოდა.
სურათი ინგლისელი მათემატიკოსის და კრიპტოგრაფის, ალან ტურინგის, ბიოგრაფიის ეკრანიზაციას წარმოადგენს. ფილმში მთავარ როლებს ბენედიქტ კამბერბეტჩი და კირა ნაითლი ასრულებენ.