პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 772-ჯერ
კომენტარი: 0

«"Dota 2"-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს»

კომპანიამ 'Valve' დოკუმენტური ფილმი გადაიღო კომპიუტერული თამაშის 'Dota 2'-ის მოთამაშეების შესახებ. ფილმის სახელია 'Free-to-Play' ფილმის მსოფლიო პრემიერა 19 მარტს შედგება. აღნიშნული ფილმი Stream სერვისში გაეშვება...

კომპანიამ 'Valve' დოკუმენტური ფილმი გადაიღო კომპიუტერული თამაშის 'Dota 2'-ის მოთამაშეების შესახებ. ფილმის სახელია 'Free-to-Play' ფილმის მსოფლიო პრემიერა 19 მარტს შედგება. აღნიშნული ფილმი Stream სერვისში გაეშვება და მისი ნახვა მოთამაშეებს უფასოდ შეეძლებათ. პრემიერამდე ერთი დღით ადრე ფილმს აჩვენებენ სან-ფრანცისკოში, კინოთეატრში 'Castro'. აღნიშნულ ჩვენებას დაეწრებიან ფილმის შემქმნელებიც. მხატვრული სურათი მოგვითხრობს სამი პროფესიონალი მოთამაშის შესახებ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 'Dota 2'-ის პირველ მსოფლიო ტურნირში, რომელიც 2011 წელს გაიმართა. ფინალში გაიმარჯვა უკრაინულმა კიბერ-სპორტულმა გუნდმა 'Na'Vi'. გამარჯვებულებს საპრიზო ფონდი, 1 მილიონი დოლარი გადაეცათ. კომპიუტერული თამაში 'Dota 2' კიბერ-სპორტის სახეობაა. კომპანია 'Valve' აღნიშნულ თამაშში ტურნირებს 2011 წლიდან მართავს. პირველი 2 წლის განმავლობაში საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარი გახლდათ. 2013 წლის ტურნირის გამარჯვებულებს, შვედურ გუნდს 'Alliance', 1. 437 მილიონი დოლარი გადაეცათ.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები