მსახიობმა გალ გადოტმა გადაწყვიტა თავისი გულშემატკივართათვის ინტენსიური ვარჯიშების შედგების...
მსახიობმა გალ გადოტმა გადაწყვიტა თავისი გულშემატკივართათვის ინტენსიური ვარჯიშების შედგების დემონსტრირება მოეხდინა, რომლითაც იგი ფილმისთვის 'ბეთმენი სუპერმენის წინააღმდეგ' ემზადება. თავის ფეისბუქის გვერდზე მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც თავის მომრგვალებულ ბიცეპს აჩვენებს და კომენტარს უკეთებს: 'არაფერია იმაზე კარგი, როცა დილას ვარჯიშით იწყებ. მიყვარს ეს საქმე, თქვენ?'. შეგახსენებთ, ადრე მსახიობმა განაცხადა, რომ მას მოუწევდა კუნ-ფუს, კიკბოქსის, ფარიკაობისა და სხვა ორთაბრძოლების შესწავლა. მას ელის ქალი-საოცრების როლი 'ფოლადის ადამიანის' სიქველში.
მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!