ჰარისონ ფორდი აპირებს ითამაშოს ცნობილი არქეოლოგისა და თავგადასავალთა...
ჰარისონ ფორდი აპირებს ითამაშოს ცნობილი არქეოლოგისა და თავგადასავალთა მაძიებლის როლი 'ინდიანა ჯონსის' კიდევ 2 სიქველში. ასეთი პირობა თავად მსახიობმა წაუყენა კინოსტუდია Lucasfilm-ს როდესაც ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ახალი 'ვარსკვლავური ომების' გადაღებებზე. ჯერჯერობით უცნობია მიიღებენ თუ არა ამ პროექტებში მონაწილეობას სტივენ სპილბერგი და ჯორჯ ლუკასი, რომლებმაც თავის დროზე აღნიშნული ფილმის ყველა ნაწილი შექმნეს. შეგახსენებთ, რომ Walt Disney-მ შეისყიდა სტუდია Lucasfilm და მასთან ერთად საავტორო უფლება 'ინდიანა ჯონსზე'. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით გადაღებები დაიწყება უკვე 2014 წლის ბოლოს.
მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!