პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 769-ჯერ
კომენტარი: 0

«# IAmSorry»

შია ლებეფმა პერფორმანსი წარმოადგინა, რომელსაც 'The #IAmSorry show' უწოდა. ლებეფის...

შია ლებეფმა პერფორმანსი წარმოადგინა, რომელსაც 'The #IAmSorry show' უწოდა. ლებეფის წარმოდგენა შემდეგი სახით მიმდინარეობს: დამთვალიერებელს პირველ დარბაზში ზედამხედველი ხვდება და სთავაზობს აირჩიოს ნივთი, რომელსაც ლებეფის 'წინააღმდეგ' გამოიყენებს. აღნიშნული 'იარაღის' როლში რეკვიზიტია წარმოდგენილი, მსახიობის განვლილი ფილმოგრაფიიდან. ასევე აქვეა დაბეჭდილი რეცენზიები არტისტის შესახებ. 'იარაღის' შერჩევის შემდეგ, დამთვალიერებლი გადაინაცვლებს შემდეგ დარბაზში, სადაც მაგიდასთან ლებეფი ზის, თავზე ჩამოცმული ქაღალდის პაკეტით, რომელსაც აწერია 'I am not famous anymore' ('მე უკვე ცნობილი აღარ ვარ') მსახიობი მდუმარედ ათვალიერებს მის სანახავად მოსულ დამთვალიერებელს და დასმულ შეკითხვებს უსიტყვოდ, თავის დაქნევით პასუხობს. იდენტური ქაღალდის პარკით გამოცხადდა შია ლებეფი 'ბერლინალეზე', ლარს ფონ ტრიერის 'ნიმფომანიაკის' პრემიერაზე. მანამდე მსახიობი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ერთსადაიმავე ფრაზას აქვეყნებდა 'ტვიტერის' საკუთარ მიკრო-ბლოგზე: 'I am not famous anymore'. აღნიშნული პერფორმანსი ერთგვარი გაგრძელებაა სკანდალისა, რომელშიც მსახიობი ადრე გაეხვა. საუბარია მის სადებიუტო სარეჟისორო პროექტზე, სადაც ლებეფმა დენიელ კლოუზის კომიქსიდან გამოიყენა ციტატები ავტორის თანხმობისა და მისი ტიტრებში მითითების გარეშე. აღნიშნულის გამო მსახიობს საზოგადოდ ბოდიშის მოხდა დასჭირდა. შია ლებეფის არტ-პერფორმანსი 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები