პოსტერის გადიდება
შეაფასა 1-კაცმა
რეიტინგი-5.0
ნანახია: 977-ჯერ
კომენტარი: 0

«კრიტიკოსებმა ფილმი ჯონი დეპის მონაწილეობით გააცამტვერეს!»

კრიტიკოსებმა პირდაპირი მნიშვნელობით გააცამტვერეს ფილმი „ზღვარს მიღმა“, რომელშიც მთავარი როლი ჯონი დეპმა შეასრულა.
კერძოდ, გავლენიანი გამომცემლობების რეცენზიორებმა პროექტი შემდეგნაირად შეაფასეს:...

კრიტიკოსებმა პირდაპირი მნიშვნელობით გააცამტვერეს ფილმი „ზღვარს მიღმა“, რომელშიც მთავარი როლი ჯონი დეპმა შეასრულა.
კერძოდ, გავლენიანი გამომცემლობების რეცენზიორებმა პროექტი შემდეგნაირად შეაფასეს:
„ზღვარს მიღმა“ - საკმაოდ საინტერესო სახელია ფილმისთვის, რომელსაც საერთოდ არ ეშინია გამოიყენოს უძველესი კლიშე მაღალი ტექნოლოგიების დამღუპველობის შესახებ და მიგვანიშნოს საშიშროებაზე, რომელიც ყოველთვის წარმოიშვება, როცა ადამიანი ცდილობს გაითამაშოს ღმერთი“,- დაწერა Variety-ის კრიტიკოსმა სკოტ ფაუნდასმა.
„ზღვარს მიღმა“ - მოუხერხებელი და უსიცოცხლო. ეს ჰგავს TED-ის ტექნოლოგიის გამოფენაზე მოწყობილი პარანოიდული დისკუსიის სრულმეტრაჟიან ვერსიას“, - დაამატა Associated Press-ის რეცენზისტმა ჯეიკ კოილმა.
„დაზუსტებული, ჭკვიანური ტექნო-თრილერი, სავსე საინტერესო იდეებით, მაგრამ ეს იქამდე , სანამ ის უცებ არ შეწყვეტს იყოს ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი“, - ხაზი გაუსვა The Wrap-ის კრიტიკოსმა ალონსო დიურალდემ.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები