«კვენტინ ტარანტინომ უარი თქვა "საძულველი რვიანის" გადაღებაზე!»
კვენტინ ტარანტინომ უარი განაცხადა იდეაზე გადაეღო ვესტერნი სამუშაო დასახელებით 'საძულველი რვიანი'...
'ვაპირებ უბრალოდ გამოვაქვეყნო ის(სცენარი). მე ის მხოლოდ ექვს ადამიანს მივეცი, და თუ არ შემიძლია ვენდო მათ, მაშინ აღარც ამ ფილმის გადაღების სურვილი მაქვს. ის გამოქვეყნდება. და ამის განხილვა მორჩა. სხვა რამით დავკვადები. მარაგში კიდევ ათეულობით იდეა მაქვს.'- განაცხადა ტარანტინომ.
ცნობილია , რომ სცენარი უკვე გაგზავნილი იყო ისეთ მსახიობებთან როგორებიც არიან ბრუის დერნი, ტიმ როტი და მაიკლ მედსენი. რეჟისორმა არ დააკონკრეტა , რომელ მათგანს ადანაშაულებს ღალატში.