პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 749-ჯერ
კომენტარი: 0

«ლიამ ნისონმა ჯეიმს ბონდის როლზე უარი ახსნა!»

ლიამ ნისონმა ჯეიმს ბონდის როლზე უარი ქალის გამო...

ლიამ ნისონმა ჯეიმს ბონდის როლზე უარი ქალის გამო თქვა. ამის შესახებ მსახიობმა თავად განაცხადა გამომცემლობა Hull Daily Mail-თან ინტერვიუში.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ძალიან სერიოზული მოლაპრაკებები იყო. დარწმუნებული ვარ ასეთივე მოლაპარაკებები იმართებოდა სხვა მსახიობებთანაც. ეს იყო 18-19 წლის წინ, ჩემმა მომავალმა მეუღლემ მითხრა, რომ თუ ბონდის როლზე დავთანხმდებოდი, ის ცოლად არ გამომყვებოდა. არ შემეძლო ასეთი არგუმენტის იგნორირება, რადგან მასზე დაქორწინება მინდოდა"- განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ ნისონი მეუღლე მსახიობი ნატაშა რიჩარდსონი იყო. ის გარდაიცვალა 2009 წელს თავის მძიმე ტრამვით, რომელიც თხილამურებზე სრიალისას მიიღო.
ჯეიმს ბონდის როლზე უარმა კრიტიკული შედეგი არ გამოიწვია მსახიობის კარიერაზე.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები