პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 751-ჯერ
კომენტარი: 0

«"მატრიცას" ახალ ტრილოგიას უწინასწარმეტყველებენ!»

საინტერესო ჭორს ავრცელებს გამომცემლობა LatinoReview თავის...

საინტერესო ჭორს ავრცელებს გამომცემლობა LatinoReview თავის წყაროებზე დაყრდნობით. აღმოჩნდა, რომ ლანა ვაჩოვსკიმ და ენდი ვაჩოვსკიმ მატრიცას ახალი ტრილოგიის სცენარზე დაიწყეს მუშაობა.
სავარაუდოა, რომ ახალი ფილმები ორიგინალი სურათის წინარე ისტორია იქნება, ხოლო სიუჟეტი დაფუძნდება არქიტექტორის მტკიცებაზე, რომ ნეო პირველი რჩეული არ ყოფილა.
თავად ვაჩოვსკი იქნება ტრილოგიის დამდგმელი, თუ მართვის სადავეებს სხვა ვინმეს გადასცემენ ჯერჯერობით არ დგინდება. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა.
შეგახსენებთ, რომ სერიიდან უკანასკნელი ფილმი "მატრიცა 3: რევოლუცია" 2003 წელს გამოვიდა. სურათმა, რომელმაც 427 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ძლივს ამოიღო დანახარჯები მსოფლიო გაქირავებაში.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები