«MGM ახალ "ვარდისფერ პანტერას" გადაიღებს»
სტუდია MGM-მა გადაწყვიტა გაეცოცხლებინა ცნობილი პერსონაჟი 'ვარდისფერი პანტერა' და...
სტუდია MGM-მა გადაწყვიტა გაეცოცხლებინა ცნობილი პერსონაჟი 'ვარდისფერი პანტერა' და შეექმნა ახალი ფილმი მასზე. ფილმი იქნება სათამაშო და ანიმაციური ფილმების ჰიბრიდი, სადაც მთავარ როლს შეასრულებს არა ინსპექტორი კრუზო, არამედ თავად პინკი. ვიზუალურად პინკი იქნება ზუსტად ისეთი, როგორსაც საზოგადოება იცნობს უკვე წლების მანძილზე. ფილმის რეჟისორად დევიდ სილვერმანი დანიშნეს, რომელმაც შექმნა ისეთი ცნობილი ანიმაციები, როგორებიცაა 'მონსტრების კორპორაცია' და 'სიმპსონები კინოში'. საერთო ჯამში 'ვარდისფერი პანტერას' ფრენშიზით გადაღებულია 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლებმაც მრავალი ჯოლდო მოიპოვეს, მათ შორის ოსკარიც.