«რიდლი სკოტი Halo-ს ეკრანიზაციით დაკავდება!»
რიდლი სკოტის სტუდიმ Scott Free Productions Xbox Entertainment Studios-თან ერთად...
რიდლი სკოტის სტუდიმ Scott Free Productions Xbox Entertainment Studios-თან ერთად დაიწყო საიდუმლო პროექტის მომზადება, რომელიც პოპულარული თამაშის Halo სერიებზე იქნება დაფუძნებული.
პროექტის შინაარსი ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოქმედება 26 საუკუნეში Halo-ს სამყაროში განვითარდება, მაგრამ მთავარი გმირი მასტერ ჩიპი არ იქნება.
დამდგმელად აირჩიეს ხორვატიელი რეჟისორი სერხიო მიმიკა-გეზანი, რომელიც ადრე მრავალ პოპულარულ ტელესერიალზე მუშაობდა. მოსალოდნელია, რომ ფილმი მაყურებლის წინაშე 2014 წლის ბოლოს წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში, როცა Xbox One-ის კომპიუტერული თამაშების პრეზენტაცია ტარდებოდა, სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ კურირებას გაუწევდა სერიალს, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა პოპულარული თამაშის Halo-ს სერიებზე.