«სერიალის "მოსიარულე მკვდრების" მიხედვით მობილური მოწყობილობებისთვის თამაშს შექმნიან!»
საკაბელო არხი AMC თავის ძალებს Next Games-თან აერთანებს...
საკაბელო არხი AMC თავის ძალებს Next Games-თან აერთანებს მობილური მოწობილობებისთვის პირველი თამაშის შესაქმნელად, რომელიც ზომბი-დრამაზე "მოსიარულე მკვდრები" იქნება დაარსებული. ამის შესახებ გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება.
თამაშის გამოშვებას, რომელიც სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის იქმნება და რომელსაც ჯერ ოფიციალური სახელი არ აქვს, "მოსიარულე მკვრების" მეხუთე სეზონის პრემიერისთის გეგმავენ. სერიალის მეხუთე სეზონის პრემიერა 2014 წლის ოქტომბერში შედგება.
დასტურდება, რომ თამაში მსოფლიო მასშტაბით გაიყიდება. დამატებითი ინფორმაცია კი მის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდება.