პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 672-ჯერ
კომენტარი: 0

«სერიალმა "ნამდვილი დეტექტივები" IMDB-ზე მეორე ადგილი დაიკავა‏»

სერიალმა 'ნამდვილი დეტექტივები' დაიკავა მეორე ადგილი...

სერიალმა 'ნამდვილი დეტექტივები' დაიკავა მეორე ადგილი IMDB-ს რეიტინგში სხვა ტელეშოუთა შორის. პირველი ადგილი დაიკავა სერიალმა Breaking Bad, მესამე ადგილი კი BBC-ს დოკუმენტურმა ფილმმა 'პლანეტა დედამიწა', ხოლო მეოთხე ადგილი 2 პროექტზე განაწილდა, სერიალზე 'სამეფო კარის თამაშები' და სერიალზე 'The Wire'. ამ რეიტინგის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი სერიალები, რომელთაც გააჩნდათ არანაკლებ 5000 ხმისა. შეგახსენებთ, რომ 8 ეპიზოდიანი კრიმინალური სერიალი 'ნამდვილი დეტექტივები' მოგვითხრობს სერიულ მკვლელობაზე, რომელსაც 17 წლის მანძილზე იძიებენ დეტექტივები. დეტექტივების როლს კი მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ.

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები