«სტელან სკასგარდი სერიალში ითამაშებს»
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედი ...
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედი მსახიობი, სტელან სკასგარდი, მთავარ როლს შეასრულებს სერიალში "River", რომელსაც ტელეარხი "BBC" გადაიღებს.
სიუჟეტის ცენტრში პოლიციელი ჯონ რივერია, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული: მას შეუძლია მსხვერპლის ტკივილი ფიზიკურად შეიგრძნოს. აღნიშნულის გამო პოლიციელს სამსახურის დაკარგვაც ემუქრება. რემისიის პერიოდში რივერს საშუალება ეძლევა შექმნილ სიტუაციაში გაერკვეს.
სერიალის პირველი სეზონს მაყურებელი 2015 წლიდან იხილავს