პოსტერის გადიდება
შეაფასა 0-კაცმა
რეიტინგი-0.0
ნანახია: 725-ჯერ
კომენტარი: 0

«"The Walking Dead"- სარეკორდო მაჩვენებელი»

სერიალის 'მოსიარულე მკვდრები' მეოთხე სეზონის ფინალური სერია 15,7 მილიონმა...

სერიალის 'მოსიარულე მკვდრები' მეოთხე სეზონის ფინალური სერია 15,7 მილიონმა ადამიანმა ნახა. აღნიშნული მაჩვენებელი სარეკორდო გახლდათ ტელე-პროექტისათვის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ 18-დან 49 წლამდე აუდიტორიამ, ზემოთ აღნიშნულ მაჩვენელებლში, 10.2 მილიონი ადამიანი შეადგინა.
მესამე სეზონის ფინალურ სერიასთან შედარებით, ამჟამინდელი მაჩვენებელი 3.3 მილიონი მაყურებლით გაუმჯობესდა. მაშინ ფინალურ სერიას 12.4 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. 
მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლისა, ყველაზე წარმატებულად შოუს ისტორიაში მეოთხე სეზონის საპრემიერო სერია რჩება. აღნიშნულმა ეპიზოდმა 16.1 მილიონი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. 
შეგახსენებთ, 2013 წლის ოქტომბერში ტელეარხმა 'AMC' სერიალის მეხუთე სეზონით გაგრძელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი ტელე-ეკრანებზე 2014 წელს გამოჩნდება

მოგეწონათ ფილმი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!

დამატებითი ფოტოები

კომენტარები