«ზაკ ეფრონმა შესაძლოა "ვარსკვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდში მიიღოს მონაწილეობა»
ზაკ ეფრონმა შესაძლოა 'ვარსკვლავური ომების' მეშვიდე ეპიზოდში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ მსახიობმა ტელეარხ 'MTV'-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სინჯები გაიარა პროექტში მონაწილეობისთვის, მაგრამ არ დაუზუსტებია, რა როლზე მიდის საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ახალგაზრდა თაობის მსახიობთა უმრავლესობამ გაიარა მსგავსი კინო-სინჯები, ზოგერთი მათგანი კი უშუალოდ შეხვდა ფილმის რეჟისორს, ჯეი ჯეი აბრამსს.
რაც შეეხება ფილმის მეშვიდე ეპიზოდს, მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
'ვარსკვლავური ომების' მეშვიდე ეპიზოდის პრემიერა 2015 წლის დეკემბერში შედგება.